სამწუხაროდ, ქართველი მოჭიდავეებისთვის პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა ძალიან ცუდად მიმდინარეობს, - ქართველები მედალს ვერც კი უახლოვდებიან.
იქნება ეს ბერძნულ-რომაული თუ თავისუფალი სტილის ჭიდაობა, ქართველი სპორტსმენები ოლიმპიადას ერთმანეთის მიყოლებით ეთიშებიან, რაც ძალიან სამწუხაროა.
აღსანიშნავია, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველმა გამომსვლელებმა 28-წლიანი ტრადიცია დაარღვიეს!
პირველად 1996 წლის შემდეგ - საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ოლიმპიადაზე გამოსვლა უმედლოდ დაასრულა!