ვალენსიას მწვრთნელი: "გიორგი მამარდაშვილს პროგრესის ლიმიტი არ აქვს" » სპორტის ხაზი

ვალენსიას მწვრთნელი: "გიორგი მამარდაშვილს პროგრესის ლიმიტი არ აქვს"

ვალენსიას მწვრთნელი: "გიორგი მამარდაშვილს პროგრესის ლიმიტი არ აქვს"
29-03-2024, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

ვალენსია ლა ლიგის რიგით 30-ე ტურში მალიორკას უმასპინძლებს, იქამდე კი ამავე კლუბის დამრიგებელმა პრესკონფერენცია გამართა.

ცხადია, რუბენ ბარახამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ცალკე გამოარჩია გიორგი მამარდაშვილი, რომელზეც ბოლო დღეებია ძალიან ბევრი სპორტული გამოცემა წერს.

"მას პროგრესის ლიმიტი არ აქვს, ეს უწყვეტი ზრდის შემთხვევაა. ვფიქრობ, ის ლა ლიგის საუკეთესო მეკარეა და მიხარია, რომ ასეთი მაღალი დონის კარის დარაჯი გვყავს."

"გიორგისთან დაკავშირებით ყველაფერით კმაყოფილი ვარ. იმედი მაქვს, რომ ევრო 2024-ზე მოხვედრა მისთვის კიდევ უფრო დადებითად იმოქმედებს"
, - თქვა რუბენ ბარახამ.

შეგახსენებთ, რომ "ღამურები" ესპანეთის ლიგის მე-8 ადგილს 40 ქულით იკავებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.