Eldesmarque: "მამარდაშვილი XXI საუკუნის ვალენსიას ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია" » სპორტის ხაზი

Eldesmarque: "მამარდაშვილი XXI საუკუნის ვალენსიას ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია"

Eldesmarque: "მამარდაშვილი XXI საუკუნის ვალენსიას ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია"
26-04-2024, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

ესპანურმა Eldesmarque-მ გიორგი მამარდაშვილზე დაწერა, რომ ის 21-ე საუკუნეში ვალენსიას ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

გამოცემის მიერ გავრცელებულ სტატისტიკაში ჩანს, რომ მიმდინარე ლა ლიგის საშინაო შეხვედრებში მამარდაშვილი 0.625 გოლს უშვებს, რაც ამ საუკუნეში ვალენსიას მეკარეებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ ვალენსიას ჯერ კიდევ აქვს სახლში თამაშები გასამართი და გიორგისაც ამ სტატისტიკის გაუმჯობესება შეეძლება.

გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ლა ლიგის დარჩენილ საშინაო შეხვედრებს ალავესის, რაიო ვალეკანოსა და ჟირონას წინააღმდეგ ჩაატარებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი