მას შეშლილს ტყუილად არ ეძახიან - ურუგვაის მწვრთნელის ქმედება, რამაც მსოფლიო გააკვირვა » სპორტის ხაზი

მას შეშლილს ტყუილად არ ეძახიან - ურუგვაის მწვრთნელის ქმედება, რამაც მსოფლიო გააკვირვა

მას შეშლილს ტყუილად არ ეძახიან - ურუგვაის მწვრთნელის ქმედება, რამაც მსოფლიო გააკვირვა
6-05-2024, 20:28
Aa Aa
გაზიარება:

ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსა, რომელსაც შეშლილს ეძახიან, თავისი მეტსახელი კიდევ ერთხელ გაამართლა.

არგენტინელმა სპეციალისტმა ეროვნულ ნაკრებში მოყვარულ დონეზე მოასპარეზე ფეხბურთელი ვალტერ დომინგესის გამოძახება გადაწყვიტა, ბიჭის, რომელსაც პროფესიული საფეხბურთო გამოცდილება არ აქვს.

აღნიშნულ ინფორმაციას "TNT Argentina" იუწყება და გვამცნობს, რომ ფეხბურთელს 39 მატჩში 57 გოლი აქვს გატანილი და იგი უმაღლეს ფეხბურთში შანსს იმსახურებს.

ბუელსას მისი საქმეში ნახვა პირადად სურს და გადაწყვიტა, რომ კოსტა რიკასთან გასამართ ამხანაგურ მატჩში დატესთავს. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, იქნება შანსი, რომ კოპა ამერიკაზე ისეთი ფეხბურთელი ვიხილოთ, რომელსაც უმაღლეს დონეზე არასდროს უთამაშია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.