როდის დაუბრუნდება მოედანს ფაჯიოლი? » სპორტის ხაზი

როდის დაუბრუნდება მოედანს ფაჯიოლი?

როდის დაუბრუნდება მოედანს ფაჯიოლი?
26-04-2024, 20:36
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, "იუვენტუსის" ფეხბურთელ ნიკოლო ფაჯიოლის ფედერაციამ ბანი დაადო და იგი რამდენიმე თვეა აღარ თამაშობს.

ბანის მიზეზი აზარტული თამაშები და კონკრეტულად მატჩებზე ფსონების დადების ბრალდებაა, რაც ნიკოლომ თავად აღიარა და ბოდიშიც მოიხადა.

იგი 23 წლის ფეხბურთელია, რომელმაც "იუვენტუსის" მთავარ გუნდში თამაში დაიწყო მას შემდეგ, რაც კლუბმა "კრემონეზეში" გაანათხოვრა და შემდეგ უკან დაიბრუნა, მაგრამ მიმდინარე სეზონში მისი აზარტული თამაშების გამო ფეხბურთიდან 7 თვით მოკვეთეს.

არადა ნიკოლოსთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა. კარგი ის არის, რომ მას ვარჯიში არ აუკრძალეს და გუნდთან ერთად სამწვრთნელო სესიებს ესწრებოდა, ამიტომაც ფორმის აღდგენისთვის დიდი მუშაობა არ დასჭირდება.

მიმდინარე სეზონში ნიკოლომ მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანაც მოახერხა. მისი დაბრუნების თარიღი უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი, მაგრამ ვარაუდობენ, რომ მაქსიმუმ 26 მაისს გამოჩნდება, სერია ა-ს ბოლო მატჩისთვის "მონცას" წინააღმდეგ.

თუმცა არის იმის შანსი, რომ ახალგაზრდა იტალიელი 19 მაისს "ბოლონიასთანაც" დაეხმაროს გუნდს, თუნდაც ბოლო წუთებიდან, ან სულ მცირე, განაცხადში მაინც დაბრუნდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი