გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მაინცის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი აღმოჩენა დაფიქსირდა.
როგორც დაიწერა, აღმოჩენილი იქნა მეორე მსოფლიო ომის 500-კილოგრამიანი ამერიკული საჰაერო ბომბი, რომლის დეაქტივაციაც დღესაა დაგეგმილი.
ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მიმდებარე ტერიტორიიდან 4000 ადამიანი არის გაყვანილი, რათა ყველაფერმა უსაფრთხოდ ჩაიაროს.
სხვათა შორის, დაიწერა ისიც, რომ გერმანიაში ბომბების ძიება გრძელდება და არაა გამორიცხული, რომ გასული საუკუნის კიდევ არაერთი ბომბი იქნეს აღმოჩენილი.