წინ 9 ქულაა - აქვს თუ არა შანსი ნაპოლის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეს? » სპორტის ხაზი

წინ 9 ქულაა - აქვს თუ არა შანსი ნაპოლის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეს?

წინ 9 ქულაა - აქვს თუ არა შანსი ნაპოლის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეს?
7-05-2024, 15:50
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ში ნაპოლიმ ქულები მორიგ ჯერზე დაკარგა. ამჯერად ფრანჩესკო კალცონას გუნდმა გასავარდნ ზონაში მყოფ უდინეზეს ვერ მოუგო და სახლში მხოლოდ 1 ქულით დაბრუნდა, - 1:1.

ამ მომენტისთვის ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი იტალიის ჩემპიონატის მე-8 ადგილს 51 ქულით იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ზონას მთელი 9 ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება დარჩენილ თამაშებს, მათგან ნაპოლის ჯამურად 9 ქულის მიღება შეუძლია. შესაბამისად, კალცონას გუნდს შანსი კიდევ ექნება, რომ ლიგაზე გასვლა მოახერხოს, თუმცა ეს შანსი მიზერულზე მიზერულია.

გარდა იმისა, რომ ნაპოლისგან დარჩენილი სამივე თამაშის (ბოლონიასთან, ფიორენტინასთან და ლეჩესთან) მოგება არარეალურია, ისიც სათქმელია, რომ არც ატალანტა ჰგავს სამივე თამაშის წამგებს, რომელიც მე-5 ადგილს 60 ქულით იკავებს.

მოკლედ, თუ ატალანტა დარჩენილ სამ ტურში ქულას მაინც აიღებს, მაშინ ხვიჩა კვარაცხელია და ნაპოლი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე არ იასპარეზებენ, რისი შანსიც ძალიან დიდია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი