ლიგა 1-ის უკანასკნელ შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძემ რენთან წითელი ბარათი უსამართლოდ მიიღო, დაშვებული შეცდომა კი მატჩზე მომუშავე არბიტრმა მოგვიანებით აღაირა.
როგორც იწერება, რუდი ბუკემ სამსაჯო კომიტეტს წერილით მიმართა, რომელშიც არბიტრი გიორგისთვის მიცემული წითელი ბარათის გაუქმებას თავად ითხოვს.
სხვათა შორის, მიქაუტაძეს მხარდაჭერა L'equipe-მაც გამოუცხადა, რომელმაც დაწერა, რომ ქართველი ფეხბურთელი მინდვრიდან არაფრისთვის გააძევეს.
შეგახსენებთ, რომ მეცი გასავარდნ ზონაშია და მათთვის ახლა გიორგი მიქაუტაძის ძალა უმნიშვნელოვანესია. ქართველი ფეხბურთელის გუნდი თავის მომდევნო შეხვედრას 12 მაისს გამართავს, მეტოქე კი სტრასბურგი იქნება.