სამგზის ოლიმპიურმა ქართველმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ედ ჰოკი-სთვის მიცემულ ინტერვიუში პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
"ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რათ უნდოდა რატომ მოვიდა პოლიტიკაშიო, პირდაპირ ვუპასუხებ - ეს გადაწყვეტილება ჩემი საქართველოს გამო მივიღე და არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია, არც არანაირ სარგებელს ვიღებ.
ყოველთვის ვიყავი და ვიქნები ქართული ოცნების მხარდამჭერი, რადგან ამ გუნდში მშვიდობას, ერთობას და საქართველოს ისყვარულს ვხედავ. როდესაც შეთავაზება მივიღე, ძალიან გამიხარდა, მაშინვე მივხვდი, რომ ჩემს ქვეყანას ძალიან ვჭირდებოდი.
მითუმეტეს ახლა, ისეთი პერიოდი დგას, როცა შიდა და გარე მტრები ცდილობენ ჩვენი ქვეყნის დაზიანებას..", - განაცხადა ტალახაძემ.