2026 წელს ბათუმი ძალოსნობაში დიდების ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
"საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ პოლონეთში გამართულ გამგეობის სხდომაზე ევროპის ჩემპიონატის მასპინძლად ბათუმის კანდიდატურა წარადგინა. ფედერაციის პრეზიდენტის კახი კახიაშვილის მიერ წარდგენილი პრეზენტაცია ხმის უფლების მქონდე დელეგატსთათვის სხვა კანდიდატ ქვეყნებზე (პოლონეთი, ალბანეთი) მეტად მიმზიდველი გამოდგა, რამაც საბოლოო გადაწყვეტილებაზე დადებითი შედეგი იქონია და გამგეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მასპინძლობის უფლება ბათუმს მიენიჭა. სხდომაზე საქართველოს ფედერაციიდან მონაწილეობდა გენერალური მდივანი რუსუდან მურადაშვილი.
ასევე, ბათუმის, როგორც მასპინძელი ქალაქის პრეზენტაციის წარდგენაში გამგეობის სხდომას ესწრებოდა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქალბატონი დიანა ჟღენტი
აღსანიშნავია, რომ ბათუმის როგორც კანდიდატი ქვეყნის წარდგენაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, აჭარის სპორტის სამინისტროს, აჭარის ტურიზმის სამსახურს და ბათუმის მერიას. საქართველოს ფედერაცია პოლონეთში გარდა სპორტული და ინფრასტრუქტურული საპრეზენტაციო ნაწილისა, საქართველოს სპორტის მესვეურების მიერ შედგენილი საგარანტიო წერილით წარსდგა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო და კერძოდ ბათუმი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს. პირველი ჩემპიონატი 2019 წელს ჩატარდა, რამაც ევროპის ფედერაციისგან უმაღლესი შეფასება მიიღო და მას მომავლის ჩემპიონატიც კი უწოდეს", - წერია განცხადებაში.