"45კგ კაცმა სახალხოდ მითხრა მუხლზე დაგიმტვრევო.." - ლაშა ტალახაძის სახალისო ისტორია » სპორტის ხაზი

"45კგ კაცმა სახალხოდ მითხრა მუხლზე დაგიმტვრევო.." - ლაშა ტალახაძის სახალისო ისტორია

"45კგ კაცმა სახალხოდ მითხრა მუხლზე დაგიმტვრევო.." - ლაშა ტალახაძის სახალისო ისტორია
2-10-2024, 11:15
Aa Aa
გაზიარება:

ოთხგზის ოლიმპიური ქართველი ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე აქამდე უცნობ და ამავდროულად, სახალისო ამბავს იხსენებს:

"კონფლიქტს მეც ვერიდები, მაგრამ ზოგჯერ ხდება ხოლმე. სანამ გნახავენ, ვინ ხარ, მანამდე ყველა დიდ გულზეა. მერე კი, ამბობენ, არა, ძმაოო (იცინის). ნასვამზე იციან ხოლმე თქმა, ნეტავ, შენთან მაჭიდავაო. ძმაკაცი მყავს, 45 კილოგრამი, სახალხოდ დამემუქრა: მუხლზე გადაგიმტვრევო. ახლა თვითონაც ნანობს, მაგრამ (იცინის).. ძლიერ ადამიანებს ბევრის მოთმენა შეუძლიაო, ამბობენ. თუმცა, თუ საჭირო გახდა, არაა პრობლემა. მაგრამ, ვცდილობ, ყველაფერი წყნარად და მშვიდად მოვაგვარო."

შეგახსენებთ, პარიზის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ქართველმა ძალოსანმა პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა და მმართველ პარტიას შეუერთდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი