საქართველოს რაგბის ნაკრებმა ნოემბრის ტესტების სერიის პირველი შეხვედრა ოლ ბლექს XV-თან გამართა, რომელიც ახალი ზელანდიის ნაკრების უახლოეს რეზერვისტა მოთამაშეებითაა შევსებული. საქართველომ 13:31 წააგო.
ქართველებმა თამაში სწრაფად და კარგად დაიწყეს, ზელანდიელთა ნახევარზე აქტიურად იასპარეზეს და შედეგიც შესაბამისად მიიღეს. მე-9 წუთზე ვანო კარკაძემ ანგარიში გახსნა, შემდეგ კი ლუკა მატკავამ ლელო ზუსტად გარდასახა და საქართველო 7:0 დაწინაურდა.
მიუხედავად ამისა, ზელანდიელებმა საპასუხო შეტევაში მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. მათ პირველი ტაიმის ბოლომდე კიდევ ორი ლელო მიითვალეს, რასაც საქართველოს ნაკრებმა ორი ზუსტი ჯარიმით უპაუხა და პირველი ტაიმი ოლ ბლექსმა 19:13 მოიგო.
მეტოქემ გუნდის წევრებმა მეორე ტაიმის დასაწყისში სწრაფად მოახერხეს ლელოს დადება, მატჩის ბოლომდე კიდევ ერთხელ დაამიწეს ბურთი საქართველოს ნაკრების ჩათვლის მოედანში და საბოლოოდ შეხვედრის გამაჯვებამდე მიყვანაც აღარ გასჭირვებიათ.