საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტმატჩების სერიას 10 ნოემბერს მონპელიეში, "ოლ ბლექს XV"-თან მატჩით იწყებს. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა, როჩარდ კოკერილმა სამატჩო შემადგენლობა დაასახელა.
"რთული შეხვედრა გველის "ოლ ბლექს XV"-თან თამაშის დონე ნებისმიერ ტესტმატჩს შეესაბამება. ეს ჩვენი ფიზიკური გამძლეობისთვის კარგი გამოცდა იქნება. ის სისწრაფეები, რომლითაც ახალი ზელანდია თამაშობს, ჩვენთვის დიდი გამოცდილების მომტანია. თუმცა ეს ის თამაშია, რომლის მოგებასაც ნამდვილად ვეცდებით"
- ამბობს გუნდის თავკაცი, რიჩარდ კოკერილი.