საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული UFC-ის მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეოს აქვეყნებს.
აღნიშნულ კადრებში ჩანს, თუ როგორ "აწვალებს" მენაყინე ქართველ სპორტსმენს, რომელიც მსოფლიოში ცნობილ და პოპულარულ ილეთებს იყენებს - იხილეთ ვიდეო.
მენაყინის ტრიუკებს ქართველი მებრძოლი თავადაც ხალისით პასუხობს: "კარგი, ფულს არ ვიხდი, ახლა ჩემი ჯერია, მე ვიწყებ თამაშს", ამბობს მერაბი და ადგილიდან გარბის.