UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საუბრობს ნომერ პირველად გახდომის გზაზე შეხვედრილ პრობლემებსა და ბარიერებზე.
"მენატრება ჩემი ახალბედობის წლები, ეს მეტად რთული გზა იყო, მიწევდა მემუშავა მშენებლობაზე და ერთი წელი MMA-საც კი დავანებე თავი.
გული რამდენჯერმე მეტკინა და ვფიქრობდი, ღირდა თუ არა გამეგრძელებინა ჩემი გზა MMA-ში, ვამაყობ, რომ ეს გავაკეთე."
- ამბობს მერაბი.