ივარაუდება, რომ UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის მოქმედი ჩემპიონის, შონ ო'მალისა და ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის დაპირისპირება მიმდინარე წლის მეორე ნახევარში შედგება, თუმცა ჯერჯერობით თარიღი ოფიციალურად დადგენილი არ არის.
"მანქანას" მალე შანსი მიეცემა, რომ UFC-ის ისტორიაში მეორე ქართველი ჩემპიონი გახდეს. მერაბთან შესაძლო ბრძოლაზე თავად ო'მალიმ კიდევ ერთხელ ისაუბრა:
მერაბ დვალიშვილის დამარცხება არ გამიჭირდება. ვფიქრობ, ნოკაუტით მოვიგებ ან დომინანტურად გავიმარჯვებ. მიმაჩნია, რომ ალჯამეინ სტერლინგი ჩემთვის უფრო რთული მეტოქე იყო, ვიდრე დვალიშვილი იქნება.
სანამ ჩემს წინაშე არ აღმოჩნდება, ვერ მიხვდება თუ რამდენად სწრაფი ვარ. ის ესწრებოდა ალჯოსთან ჩემს ჩხუბს, მაგრამ არამგონია, რომ რაიმე ესწავლა.
ჩემთვის მოულოდნელი იყო ის ფაქტი, რომ გულშემატკივრების უმრავლესობა ითხოვდა მერაბთან მეჩხუბა და არა ილია თოფურიასთან, რადგან ვფიქრობ, რომ "მატადორთან" ბრძოლა გაცილებით საინტერესო იქნებოდა.