UFC-ის მებრძოლმა, ანტონინა შევჩენკომ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპირებაზე ისაუბრა. იგი მიიჩნევს, რომ რუსი ამ ბრძოლას მოიგებს.
“UFC-ი პიოტრს ისეთ ბრძოლებს უნიშნავს, რომლებიც ყველასთვის საინტერესო იქნება. იანი შესანიშნავი მებრძოლია. იგი ყველა გამოწვევას იღებს და ხელსაყრელი მეტოქის მოლოდინში არაა.
ვთვლი, რომ პიოტრს მერაბთან რთული დაპირისპირება ელოდება, მაგრამ ის სწორედ ასეთი ჩხუბებისთვისაა შექმნილი. იანი მეტოქეს გასაღებს აუცილებლად უპოვის.”
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და იანის დაპირისპირება 12 მარტისთვისაა ჩანიშნული.