ჰასბულა მაგომედოვმა ილია თოფურია გამოიწვია » სპორტის ხაზი

ჰასბულა მაგომედოვმა ილია თოფურია გამოიწვია

ჰასბულა მაგომედოვმა ილია თოფურია გამოიწვია
დღეს, 11:20
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილმა ინტერნეტპერსონამ, ჰასბულა მაგომედოვმა, რომელიც სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით ტიკტოკსა და იუთუბზე დიდი პოპულარობით სარგებლობს, ქართველი მებრძოლი ილია თოფურია საჯაროდ გამოიწვია.

მან ამის შესახებ განცხადება "X"-ის (ყოფილი Twitter) პლატფორმაზე გააკეთა, სადაც თოფურიას UFC-ის საჩემპიონო ქამარზე ბრძოლის კონტექსტში მიმართა:

ილია, თუ ჩემპიონობა ნამდვილად გსურს, მზად ვარ. დენა, გამომიგზავნე კონტრაქტი. მსუბუქი წონის ქამარი დაღესტანში უნდა დაბრუნდეს,“ — წერს მაგომედოვი.

აღსანიშნავია, რომ ილია თოფურია რეალურ შანსს იღებს UFC-ის ჩემპიონობისთვის: ის 28 ივნისს (თბილისის დროით — 29 ივნისს) დაუპირისპირდება ჩარლზ ოლივეირას, ბრძოლა კი UFC 317-ის ფარგლებში გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი