"100 000 რომ მქონდეს, ფულს ილიაზე დავდებდი" - ისლამ მახაჩევის მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"100 000 რომ მქონდეს, ფულს ილიაზე დავდებდი" - ისლამ მახაჩევის მწვრთნელი

"100 000 რომ მქონდეს, ფულს ილიაზე დავდებდი" - ისლამ მახაჩევის მწვრთნელი
გუშინ, 22:15
Aa Aa
გაზიარება:

თოფურიას და ოლივეირას სატიტულო დაპირისპირება 28 ივნისს გაიმართება და როგორც ექსპერტები ელიან, გამარჯვება ილიას უნდა დარჩეს.

ანალოგიურად ფიქრობს ისლამ მახაჩევის მწვრთნელი, ხავიერ მენდესიც, რომელიც ფსონის განთავსებაზეც კი აცხადებს მზადყოფნას.

100 000 დოლარი რომ მქონდეს, მას ილია თოფურიას გამარჯვებაზე დავდებდი. თუ სურვილზეა საუბარი, მე ოლივეირასკენ ვარ, მაგრამ ფსონს მაინც ქართველ მებრძოლზე განვათავსებდი.

ილია ძალიან, ძალიან სახიფათოა და მეტოქის ყბის პოვნაც იოლად შეუძლია. თოფურიას მეტი შანსი ექნება, ფავორიტი სწორედ ის არის.

- ამბობს მენდესი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი