როგორც იცით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სექტემბრის თვემდე ოფიციალური შეხვედრები ჩანიშნული არ აქვს, ამიტომ ზაფხულში ორი ამხანაგური თამაშია დაგეგმილი.
ივნისის 5 რიცხვში საქართველო ფარერებს დინამო არენაზე უმასპინძლებს, 8-ში კი კაბო ვერდეს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მივიღებთ.
ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზაფხულო მოსამზადებელი მატჩებისთვის ჩვენს გუნდს ხვიჩა კვარაცხელია არ ეყოლება.
საქმე ისაა, რომ პარი სენ-ჟერმენი ზაფხულში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს ითამაშებს და გუნდის ხელმძღვანელობის სურვილია, რომ ქართველი ახალი სეზონისთვის სამზადისში აქტიურად იყოს ჩართული.