სამწუხარო ინფორმაცია - UFC კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს ემშვიდობება » სპორტის ხაზი

სამწუხარო ინფორმაცია - UFC კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს ემშვიდობება

სამწუხარო ინფორმაცია - UFC კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს ემშვიდობება
დღეს, 11:29
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე ამოიღეს UFC-ის (Ultimate Fighting Championship) აქტიური მებრძოლების სიიდან - ინფორმაციას ამის თაობაზე Full Contact MTWF ავრცელებს.

ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ზუსტად ამ გადაწყვეტილების მიზეზი — კონტრაქტის ამოწურვა, შესაძლო ტრავმა, კარიერის დროებითი შეწყვეტა თუ სხვა ფაქტორები. არ არის გამორიცხული, რომ მებრძოლი სხვა ორგანიზაციაში გადავიდეს.

ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია უკვე რამდენიმე უცხოურმა სპორტულმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მას გურამის გარემოცვა ამ დრომდე არ ადასტურებს.

ცნობისთვის, აქამდე ორგანიზაციის დატოვება კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს, ლიანა ჯოჯუას მოუწია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი