UFC-ის ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე ძალიან მალე ოქტაგონს დაუბრუნდება - ინფორმაციას ამის თაობაზე თავად სპორტსმენი ავრცელებს.
"ბრძოლის შესახებ ახალი ამბები გვაქვს - დრო და მეტოქეს მალე დავაანონსებ. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის", - წერს ქუთათელაძე.
ცნობისთვის, ქუთათელაძეს UFC-ში 2 მოგება და 2 წაგება აქვს.