ილია თოფურიას მწვრთნელმა ხორხე კლიმენტმა ქართველი მებრძოლის მომავალ სავარაუდო მეტოქეებზე ისაუბრა.
"ოლივეირას თოფურიასთან ურთულესი ჩხუბი ექნება - ილია სტრაიკინგში ბევრად მაღლა დგას და მეტოქის დანოკაუტება შეუძლია. რა იქნება პარტერში? თოფურია ჯიუ-ჯიცუშიც უმაგრესია და უვკე 10 წელია რაც შავ ქამარს ფლობს.
რაც შეეხება მახაჩევთან ჩხუბს, მე პირადად ძალიან მინდა ეს ორთაბრძოლა ვიხილოთ. საოცარი დაპირისპირება იქნებოდა", - განაცხადა კლიმენტმა.