ლოპეტეგი გაუშვეს - ესპანურ კლუბს ხორხე სამპაული გაწვრთნის » სპორტის ხაზი

ლოპეტეგი გაუშვეს - ესპანურ კლუბს ხორხე სამპაული გაწვრთნის

ლოპეტეგი გაუშვეს - ესპანურ კლუბს ხორხე სამპაული გაწვრთნის
6-10-2022, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში "სევილიამ" საკუთარ სტადიონზე "დორტმუნდი" მიიღო. შეხვედრის განმავლობაში "ფუტკრები" მოედანზე დომინირებნენ და ეს ყველაფერი ტაბლოზეც აისახა. გერმანულმა კლუბმა 1-4 ანგარიშით იმარჯვა.

სეზონის არადამაჯერებელი სტარტის და ცუდი შედეგების გამო ესპანურმა გუნდმა 56 წლის სპეციალისტი, ხულენ ლოპეტეგი თანამდებობიდან გაანთავისულფა.

დღეს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ესპანელი სპეციალისტის ადგილს ხორხე სამპაული დაიკავებს, რომელიც ანდალუსიურ კლუბს 2016-17 წლებში წვრთნიდა. არგენტინელმა "სევილიასთან" კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 62 წლის სპეციალისტი "სევილიას" გარდა "მარსელს", არგენტინისა და ჩილეს ეროვნულ ნაკრებებსაც წვრთნიდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი