დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ რუსეთის ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს.
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის, ანდრეი პაველკოს თქმით გადაწყვეტილება მიღებულია და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი რუსეთის გარეშე ჩაივლის.
"რუსებს არაფერი აქვთ, სადაც თამაში შეეძლებათ. როგორც ვითხოვდით, რუსეთი 9 ოქტომბერს არ იქნება და შესაბამისად 2024 წლამდე ყველა დიდ ტურნირს გამოტოვებს."
შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს ფრანკფურტში, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართება.