"ჩემი და ილიას გაუმჯობესებული ვერსიაა" - დვალიშვილმა ალექსანდრე თოფურიაზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"ჩემი და ილიას გაუმჯობესებული ვერსიაა" - დვალიშვილმა ალექსანდრე თოფურიაზე ისაუბრა

"ჩემი და ილიას გაუმჯობესებული ვერსიაა" - დვალიშვილმა ალექსანდრე თოფურიაზე ისაუბრა
23-01-2025, 11:18
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ქამარი უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ წარმატებით დაიცვა.

აღნიშნული გამარჯვებიდან მალევე, მერაბმა განაცხადა, რომ დასვენებას არ აპირებს და ავსტრალიაში გაემგზავრება, რათა თანამემამულე ალექსანდრე თოფურიას ბრძოლაში მომზადებაში დაეხმაროს.

"მალე ავსტრალიაში გავემგზავრები და ილიას ძმას მხარს დავუჭერ მოსალოდნელ ბრძოლაში, ალექსანდრე თოფურია ჩვენი გაუმჯობესებული ვერსიაა. არ ვიტყვი, რომ ილიაზე უკეთესი მებრძოლია, მაგრამ ჩემზე უკეთესი ნამდვილად არის", - განაცხადა მერაბმა.

შეგახსენებთ, სადებიუტო ბრძოლაში ალექსანდრე თოფურია ავსტრალიელ მებრძოლ კოდი ჰატონს 9 თებერვალს დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი