მოგეხსენებათ, UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ქამარი უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ წარმატებით დაიცვა.
აღნიშნული გამარჯვებიდან მალევე, მერაბმა განაცხადა, რომ დასვენებას არ აპირებს და ავსტრალიაში გაემგზავრება, რათა თანამემამულე ალექსანდრე თოფურიას ბრძოლაში მომზადებაში დაეხმაროს.
"მე ახლა ავსტრალიაში წავალ და ალექსანდრე თოფურიას დავეხმარები სადებიუტო ბრძოლისთვის მომზადებაში", - განაცხადა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, სადებიუტო ბრძოლაში ალექსანდრე თოფურია ავსტრალიელ მებრძოლ კოდი ჰატონს 9 თებერვალს დაუპირისპირდება.