26 ოქტომბერს, UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ ტიტული მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ წარმატებით დაიცვა და მეტოქე მე-3 რაუნდში დაანოკაუტა.
წარუმატებელი გამოდგა ამავე ორგანიზაციის ლეგენდის კონორ მაკგრეგორის ფსონი, რომელმაც თოფურიას წაგებაზე 500 000 დოლარი განათავსა. ჯამში ირლანდიელ მებრძოლმა ფსონი უიტეკერის და ჰოლოუეის ნოკაუტით გამარჯვებებზე დადო, თუმცა ორივე ფსონი უშანსოდ წააგო.