“ეს ჩემ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იყო” - კიტეიშვილის ინტერვიუ » სპორტის ხაზი

“ეს ჩემ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იყო” - კიტეიშვილის ინტერვიუ

“ეს ჩემ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იყო” - კიტეიშვილის ინტერვიუ
27-03-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი 27 წლის გახდა. ამასთან დაკავშირებით გრაცის “შტურმმა” მასთან ინტერვიუ გამოქვეყნა.

ავსტრიულ კლუბზე - “სამწუხაროდ ამ ბოლო დროს ტრავმები მაწუხებს. გუნდი 3 სეზონის განმავლობაში განსაკუთრებით წინ მიდის და ძლიერდება. მიმდინარე სეზონში კარგად გამოვდივართ ჩემპიონატშიც და თასზეც. სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მომავალი კვირიდან დაიწყება, ამიტომ, ისეთი ძლიერები უნდა ვიყოთ, როგორც ამ სეზონში არ ვყოფილვართ.”

“ფეინოორდთან” გატანილ გოლზე - ეს მატჩი ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. მოედანზე სათადარიგოდან შემოვედი და გავიტანე, გუნდმა თამაში მოიგო. ნამდვილად საოცარი გრძნობა იყო. როგორც წესი, ემოციური ვარ, მაგრამ ჩემი გამომეტყველება არ ასახავდა ჩემს ემოციურ მდგომარეობას. ეს თამაში და გოლი ნამდვილად იყო ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი. ზოგადად, ჯგუფში ჩარჩენა უზარმაზარი ტკივილი იყო. მიუხედავად ამისა, ჯგუფურ ეტაპზე ძალიან კარგად ვითამაშეთ, რითაც ვამაყობთ.”

საკუთარ შვილზე - “ჩემი შვილი იზრდება და იზრდება, მგონია, რომ გუშინ დაიბადა. შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ მისი წყალობით კიდევ უფრო პროფესიონალი გავხდი. მის გამო ადრე ვიძინებ და ადრე ვიღვიძებ, ყოველთვის მასთან ერთად სასეირნოდ დავდივარ.”

ქართველი ნახევარმცველის ანგარიშზე ამ სეზონში 17 შეხვედრაში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ბოლო 1 თვე კიტეიშვილმა ტრავმის გამო იუქმა და საქართველოს ნაკრებს მარტის მატჩებშიც ვერ ეხმარება, თუმცა მომდევნო კვირას ავსტრიის შიდა ჩემპიონატში გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი