ოთარ კიტეიშვილი - "ვეცდებით იმის დამტკიცებას, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაში გვეკუთვნის" » სპორტის ხაზი

ოთარ კიტეიშვილი - "ვეცდებით იმის დამტკიცებას, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაში გვეკუთვნის"

ოთარ კიტეიშვილი - "ვეცდებით იმის დამტკიცებას, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაში გვეკუთვნის"
3-11-2022, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარი საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი იყო, რომელმაც მიცემულ ინტერვიუში მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

ბოლო ორ კვირაში გატანილი სამი გოლი - "ბოლო ორი კვირა წარმატებული გამოდგა და სამი გოლი გავიტანე, მაგრამ გამოვარჩევდი ფეიონოორდის კარში გატანილ გოლს. ჩემი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ამ გოლის მომენტში როგორი გრძნობაც დაემუფლა, ასეთი შეგრძნება არასდროს მქონია. ყველა ემოცია, რომელიც ტრავმებით იყო გამოწვეული, ყველა სირთულე, ყველაფერი იმ დროს წამოვიდა და ძალიან ემოციური, ამაღელვებელი მომენტი იყო ჩემთვის.

ევროპის ჩემპიონატის წილისყრა - რა თქმა უნდა, არ არის მარტივი ჯგუფი, მაგრამ ბოლო პერიოდში დავამტკიცეთ, რომ თამაში ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია და გამარჯვების მოპოვებაც. აუცილებლად ვეცდებით ამ ჯგუფიდან გასვლას და იმის დამტკიცებას, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაში გვეკუთვნის.

ახალ კლუბში გადასვლაზე - ყოველთვის ვკონცენტრირდები გუნდზე, რომელშიც ვთამაშობ და არ ვფიქრობ სხვა რაღაცეებზე. რა თქმა უნდა, თუ დავიმსახურებ, უკეთეს ჩემპიონატში თამაშს და თუ ტოპ ჩემპიონატიდან დინეტრესება იქნება, ეს ჩემზე მეტად არავის უნდა“.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი