გუშინ, ქართველმა ფეხბურთელმა, ოთარ კიტეიშვილმა ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში "ფეინოორდს" გუატანა და გუნდს მნიშვნელოვანი ქულები მოუპოვა.
შეხვედრის შემდეგ, კიტეიშვილმა sky sport austria-სთან კომენატარი გააკეთა და განაცხადა.
"უკეთეს დღეზე ვერ ვიოცნებებდი. ანგარიში 0:0 იყო, როცა მოედანზე შევედი და გადამწყვეტი გოლი ბოლო წუთზე გავიტანე. ბოლო თვეებში ტრავმების გამო ბევრი სირთულე გადავიტანე. ამ გოლმა კი დიდი სიხარული დამიბრუნა. ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს!" - თქვა ნახევარმცველმა.მედიასთან კომენტარი "შტურმის" მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან ილცერმაც გააკეთა -
"ძალიან ემოციური გამარჯვება იყო. ის მომენტი, როდესაც კიტეიშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი იყო ჩემს სამწვრთნელო კარიერაში. ძალიან რთული პირველი ტაიმის შემდეგ ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ და გოლიც დამსახურებულად გავიტანეთ“