"ხვიჩა ჩემზე მაგარი ფეხბურთელია?" - რა პასუხი გასცა ქინქლაძემ უხერხულ შეკითხვას » სპორტის ხაზი

"ხვიჩა ჩემზე მაგარი ფეხბურთელია?" - რა პასუხი გასცა ქინქლაძემ უხერხულ შეკითხვას

"ხვიჩა ჩემზე მაგარი ფეხბურთელია?" - რა პასუხი გასცა ქინქლაძემ უხერხულ შეკითხვას
24-04-2023, 19:25
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ქინქლაძემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ "უხერხულ" კითხვას თვეების წინ გასცა პასუხი, მაშინ, როდესაც მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოება ახალგაზრდა ქართველ შემტევს ჯერ კიდევ კარგად არ იცნობდა:

"კვარაცხელიას წარმატებებს ვუსურვებ და მსურს, მან ჩემზე დიდი ფეხბურთი ითამაშოს, რისი პოტენციალიც აქვს.

ხვიჩას მცველების მოტყუება უყვარს, მოედნის ხედვაც დიდებული აქვს და ყველაფერი აქვს, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

არის თუ არა ჩემზე უკეთესი მოთამაშე? ჩემს თავზე არ ვსაუბრობ, ეს კითხვა კვარას დაუსვით
", - აღნიშნა ქინქლაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.