ძალიან მალე - გიგა ჭიკაძემ საქართველოში ჩამოსვლის თარიღი დაანონსა » SPORTLINE.GE - სპორტის ხაზი

ძალიან მალე - გიგა ჭიკაძემ საქართველოში ჩამოსვლის თარიღი დაანონსა

ძალიან მალე - გიგა ჭიკაძემ საქართველოში ჩამოსვლის თარიღი დაანონსა
1-09-2021, 15:17
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ გიგა ჭიკაძემ უდიდესი ბრძოლის მოგება შეძლო საკუთარ კარიერაში - მან ედსონ ბარბოსა დაამარცხა.

მანამ, სანამ მომდევნო ბრძოლას დაგეგმავს, ქართველი მებრძოლი დასვენებას აპირებს და პირველ დღეებს, სწორედ საქართველოში გაატარებს.

ცოტა ხნის წინ, ჭიკაძემ საქართველოში ჩამოსვლის თარიღი დაანონსა და სოციალურ ქსელში ფოტო წარწერით: 'საღამოს 11-ზე მანდ ვარ' დაწერა.

გამოდის რომ, გიგას დღეს, 1 სექტემბერს საღამოს 23:00 საათზე საქართველოში ვიხილავთ.

კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი