შერმადინის 19 ქულა მეოთხედფინალში და ტენერიფეს გამარჯვება ოვერტაიმში » სპორტის ხაზი

შერმადინის 19 ქულა მეოთხედფინალში და ტენერიფეს გამარჯვება ოვერტაიმში

შერმადინის 19 ქულა მეოთხედფინალში და ტენერიფეს გამარჯვება ოვერტაიმში
10-04-2025, 15:32
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი შერმადინის ტენერიფემ ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სერია რთული გამარჯვებით დაიწყო. სერიაში, რომელიც 2 მოგებამდეა, მოედნის უპირატესობა ტენერიფელებს აქვთ. შერმადინის გუნდის მეტოქე იტალიური “დერტონაა”, რომელმაც ტენერიფეში დიდი ბრძოლა გაუმართა მასპინძლებს. ეხვედრის ბედი ძირითად დროში ვერ გაირკვა და ტენერიფელებმა დამატებით დროში – 93:89 დაამარცხეს მეტოქე.

გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ქრთველმა ცენტრმა. შერმადინმა მოედანზე 37:28 წუთი გაატარა და 19 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 9-დან 7 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და არც პერსონალური ფოლი მიუღია.

შედეგად, შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა შორის მხოლოდ ბრაზილიელ მარსელინიო უერტასს (26) ჩამორჩა, რომელმაც 26 ქულა და 9 პასი მიითვალა. 17 ქულა ჩააგდო ტიმ აბრომაიტისმა, სტუმართა რიგებში კი საუკეთესოები კაილ ვიმსი (17) და ტომასო ბალდასო (16) იყვნენ.

სერიის მომდევნო მატჩი 16 აპრილს, იტალიაში გაიმართება, ხოლო თუკი გადამწყვეტი თამაშის გამართვა გახდა საჭირო, მას 23 აპრილს ტენერიფე უმასპინძლებს. ტენერიფესა და დერტონას შორის გამარჯვებული ნახევარფინალში ჩეხურ ნიმბურკსა და თურქულ გალათასარაის შორის საუკეთესოს შეხვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი