მამუკელაშვილის 10 ქულა 10 წუთში და სან ანტონიოს მე-2 გამარჯვება სეზონში » სპორტის ხაზი

მამუკელაშვილის 10 ქულა 10 წუთში და სან ანტონიოს მე-2 გამარჯვება სეზონში

მამუკელაშვილის 10 ქულა 10 წუთში და სან ანტონიოს მე-2 გამარჯვება სეზონში
1-11-2024, 13:18
Aa Aa
გაზიარება:

სანდრო მამუკელაშვილის შედეგიანი თამაში სან ანტონიოში. ტეხასური კლუბი სტუმრად იუტას შეხვდა და სეზონში მე-2 გამარჯვება მოიპოვა – 106:88.

ამ შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელმა სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. მამუკელაშვილმა მოედანზე 10:40 წუთი გაატარა, რა დროშიც თავის გუნდს 10 ქულა და 1 მოხსნა შესძინა. სანდრომ 3-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. ქართველმა ფორვარდმა მე-2 და მე-4 პერიოდებში ითამაშა.

25 ქულით „სან ანტონიოს“ რიგებში საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო, 19 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა ვეტერან გამთამაშებელ კრის პოლს.

ტეხასურ გუნდს 2 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი NBA-ის დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა.

gbf.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი