სუპერ თასის ნახევარფინალში, თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონია" გასვლაზე "ბასკეტ ნაპოლის" დაუპირისპირდა და მეტოქე 96:87 დაამარცხა.
ქართველმა პარკეტზე 29 წუთი გაატარა და 21 ქულა, ხუთი მოხსნა და ხუთი პასი დააგორვა.
დღეს, 22 სექტემბერს, 20:00 საათზე "ვირტუსი" იტალიის სუპერთასის ფინალში ითამაშებს, სადაც შენგელიას გუნდი "ოლიმპია მილანოს" შეხვდება.