ლეგენდარულმა ქართველმა კალათბურთელმა, ზაზა ფაჩულიამ ამერიკულ კალათბურთს 16 სეზონი მიუძღვნა და ამ დროის მანძილზე დაფასება მის ბიუჯეტსაც შეეტყო.
ამ 16 წლის მანძილზე ზაზამ დაახლოებით 60 მილიონი დოლარი გამოიმუშავა სხვადასხვა კონტრაქტების მიხედვით.
შეგახსენებთ, რომ ზაზას დებიუტი ამერიკაში 2003 წელს შედგა, როდესაც ქართველი ცენტრი დრაფტზე "ორლანდო მეჯიქმა" აირჩია.
აქვე გეტვით, რომ ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია მოიგო.