მარცხი ლატვიასთან, წინ ფილიპინებია! » სპორტის ხაზი

მარცხი ლატვიასთან, წინ ფილიპინებია!

მარცხი ლატვიასთან, წინ ფილიპინებია!
2-07-2024, 23:50
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი გამართა და ადგილობრივ ნაკრებთან 83-55 დამარცხდა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ დღევანდელ შეხვედრაში მცირე ტრავმის გამო ჩვენს გუნდს კაპიტანი თორნიკე შენგელია აკლდა, რომელიც მომდევნო შეხვედრისთვის უკვე მწყობრში იქნება.

რაც შეეხება თამაშს - თითქმის ყველა კომპონენტში ლატვიელებმა დაგვჯაბნეს, განსაკუთრებით პერიმეტრიდან გვიჭირდა თავდაცვა. ჩვენი გუნდის მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი ხშირად მიმართავდა როტაციას შემადგენლობაში და აქედან გამომდინარე ქართველებმა მხოლოდ ერთი მეოთხედის მოგება მოახერხეს. მარცხის მიუხედავად, ჩვენს გუნდს შანსი ისევ რჩება, უბრალოდ საჭიროა ფილიპინების ნაკრების დამარცხება, შემდეგ კი ფლეი-ოფში დიდი ალბათობით ბრაზილიას დავუპირისპირდებით. აქვე გეტყვით, რომ ოლიმპიადის საგზურს ამ მინი-ტურნირის მხოლოდ გამარჯვებული გუნდი მოიპოვებს. ლატვიასთან მატჩში ჩვენი გუნდიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი იყო 14 ქულითა და 4 მოხსნით. მომდევნო მატჩს კი, საქართველოს ნაკრები 4 ივლისს 16 საათსა და 30 წუთზე როგორც უკვე აღვნიშნეთ ფილიპინებთან ჩაატარებს


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი