ანდრონიკაშვილის ვარიანტს ესპანეთში განიხილავენ - დეტალები » სპორტის ხაზი

ანდრონიკაშვილის ვარიანტს ესპანეთში განიხილავენ - დეტალები

ანდრონიკაშვილის ვარიანტს ესპანეთში განიხილავენ - დეტალები
28-12-2023, 01:06
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის კალათბურთელი რატი ანდრონიკაშვილი, რომელიც ბოლოს "თსუ-ს" ევროპის თასზე ეხმარებოდა, შესაძლოა, ესპანეთს დაუბრუნდეს. ანდრონიკაშვილის დამატებით "სარაგოსა" ინტერესდება, რომლის ღირსებას საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული მოთამაშე თად მაკფადენი იცავს.

გასულ სეზონში ანდრონიკაშვილი და მაკფადენი ერთად "მურსიაშიც" ასპარეზობდნენ, თუმცა, მაშინ რატის თამაშის საშუალება ნაკლებად ეძლეოდა. მას ლიგა ენდესას 11 მატჩში საშუალოდ 2.2 ქულა და 1.2 პასი ჰქონდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 9 შეხვედრაში - 2.2 ქულა და 1.0 მოხსნა.

ზოგადად, რატისთვის ესპანური გარემო უცხო არ არის, რადგანაც ბასკონიას აკადემიაში ვარჯიშობდა და სან პაბლო ბურგოსის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. "მურსიამდე" იგი NCAA-ს კრეიტონის ღირსებას იცავდა, მაგრამ აშშ-იდან სწორედ ევროპული პერსპექტივის იმედით წამოვიდა.

რაც შეეება ანდრონიკაშვილის სავარაუდო ახალ კლუბს, ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, "სარაგოსას" მთავარი მწვრთნელი ისეთი მოთამაშის ძიებაშია, რომელიც გუნდში გამთამაშებლის პოზიციაზე კონკურენციას გააძლიერებს.

"სარაგოსა" ჩემპიონატში მე-11 ადგილს, 7 მოგებითა და 8 მარცხით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი