გუშინ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას 'ნაპოლიმ' შინ 'უდინეზე' , ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით 'პარტენოპეის' იტალიის ჩემპიონატის 15 მატჩში ცამეტი გამარჯვება დაუგროვდა და გუნდმა 2019 წლის შემდეგ პირველად, 'იუვენტუსის' რეკორდი გაიმეორა.
აღსანიშნავია, რომ 'უდინეზესთან' შეხვედრაში თავით მორიგი გოლის გატანა იტალიური კლუბის ფორვარდმა, ვიქტორ ოსიმენმა მოახერხა, რომლის ანგარიშზე ამ სეზონში 10 გოლი 2 საგოლე გადაცემაა (აქედან რვა 23 წლის ფეხბურთელს თავით აქვს გატანილი).
ამ შედეგით ვიქტორი მეორე ადგილზეა. პირველ პოზიციას უფრო მეტი თავური გოლით 'ტოტენჰემის' შემტევი, ჰარი კეინი იკავებს (9 თავით გატანილი გოლი).