დადასტურდა! - იქნება თუ არა კვარაცხელია 'უდინეზესთან' ? » სპორტის ხაზი

დადასტურდა! - იქნება თუ არა კვარაცხელია 'უდინეზესთან' ?

დადასტურდა! - იქნება თუ არა კვარაცხელია 'უდინეზესთან' ?
11-11-2022, 15:29
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი იტალიური გამოცემა corrieredellosport - ი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია „უდინეზესთან“ თამაშს გამოტოვებს.

„ხვიჩას წელის ტკივილი ნაკლებად აწუხებს, მაგრამ ჯერ არც ისე კარგადაა, რომ ითამაშოს. მან გუშინ ჩაიტარა თერაპიის მორიგი სეანსი და დარბაზში ინდივიდუალურაც ივარჯიშა. ჯერ მაინც უცნობია, შეუძლია თუ არა თამაში. თუმცა, დიდია იმის ალბათობა, რომ უდინეზესთან შეხვედრა გამოტოვოს" – წერს Corriere dello Sport.

ამ ინფორმაციას ადასტურებს Fantacalcio -ც , რომელიც ასევე ამტკიცებს, რომ 21 წლის შემტევის თამაში 'უდინეზესთან' გამორიცხულია.

"ლუჩანო სპალეტის ნაპოლი უდინეზესთან მატჩისთვის მზადებას ასრულებს და ცნობილი გახდა, რომ ნეაპოლიტანურ კლუბს, ამირ რაჰმანისა და სალვატორე სირიგუს გარდა, ალბათ, თამაში კვარაცხელიას გარეშეც მოუწევს. ქართველი ფეხბურთელი, რომელიც გუშინ თერაპიის კურსს გადიოდა და დარბაზში მუშაობდა, როგორც ჩანს, მომჯობინდა, მაგრამ არა იმ დონემდე, რომ შაბათს მოედანზე ვიხილოთ." - ვკითხულობთ სტატიაში.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ლიდერმა იტალიის სერია A-ს ბოლო ორი ტურის მატჩი ბერგამოს 'ატალანტასთან' და 'ემპოლისთან' ტრავმის გამო გამოტოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი