იტალიურმა Repubblica-მ ნაპოლის ყოფილ მცველთან და გუნდის ლიდერთან, კალიდუ კულიბალისთან რამდენიმე თვის წინ ინტერვიუ ჩაწერა.
სენეგალელმა ფეხბურთელმა საინტერესო საკითხები მიმოიხილა და ყველაფერთან ერთად ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას სახელიც ახსენა:
"ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ნაპოლიდან ცუდ დროს წავედი და სკუდეტოს ზეიმის შეგრძნება ხელიდან გავუშვი. სიმართლე გითხრათ, მე ასე არ მიმაჩნია, რადგან ბედისწერის მჯერა და ვფიქრობ, რომ ყველაფერი სწორად და თანმიმდევრულად გავაკეთე."
"მიუხედავად ამისა, მაინც არის ერთი ფაქტორი, რაც ჩემს გულისწყვეტას იწვევს, ეს კი ხვიჩა კვარაცხელიას გვერდით თამაშის შესაძლებლობის ხელიდან გაშვებაა." - თქვა კალიდუ კულიბალიმ
შეგახსენებთ, რომ სენეგალელი მცველი ნაპოლიში 2014 წლიდან თამაშობდა, კლუბი კი 2022 წელს, სწორედ კვარაცხელიას პარტენოპეიში მისვლის დროს დატოვა.