ფინალში მარცხის გამო, ბოკას გულშემატკივარმა თავი მოიკლა » სპორტის ხაზი

ფინალში მარცხის გამო, ბოკას გულშემატკივარმა თავი მოიკლა

ფინალში მარცხის გამო, ბოკას გულშემატკივარმა თავი მოიკლა
6-11-2023, 15:44
Aa Aa
გაზიარება:

5 ნოემბერს, 2023 წლის ლიბერტადორესის თასის ფინალში ბოკა ხუნიორსი ფლუმინენსეს დაუპირისპირდა და დამატებით ტაიმებში 1-2 (ძირ. დრო 1-1) დამარხდა.

მასობრივ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მატჩის შემდეგ, 23 წლის პოლიციელმა, მარსელო მორალესმა, რომელიც არგენტინული კლუბის გულშემატკივარი გახლდათ, საყვარელი გუნდის მარცხი ვერ გადაიტანა და სუიციდი ჩაიდინა.

"როდესაც ბოკა აგებდა ის ცუდ ხასიათზე დგებოდა და სულ ჩხუბობდა. ამბობდა, რომ ბოკა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. თავი ამის გამო მოიკლა. ვერ ვიფიქრებდი, რომ ჩემი შვილი ასეთ დონემდე მივიდოდა. რამდენიმე კვირის წინ მამამისს უთხრა, რომ თუ 5 ნოემბერს ბოკა თასს ვერ მოიგებდა, თავს მოიკლავდა. ვფიქრობდით, რომ ხუმრობდა. ახალგაზრდებმა ეს უნდა გააცნობიერონ და მათი მშობლები ამაზე უნდა დაფიქრდნენ, - ამბობს გარდაცვლილი ქომაგის დედა."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი