"ის შეცვალეს და დაცვამაც ამოისუნთქა" - იტალიურ მედიაში კვარაცხელიას აქებენ » სპორტის ხაზი

"ის შეცვალეს და დაცვამაც ამოისუნთქა" - იტალიურ მედიაში კვარაცხელიას აქებენ

"ის შეცვალეს და დაცვამაც ამოისუნთქა" - იტალიურ მედიაში კვარაცხელიას აქებენ
6-11-2023, 15:31
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის მწვრთნელმა, რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია სალერნიტანასთან მატჩში 67-ე წუთზე შეცვალა. ნეაპოლელ გულშემატკივრებს ცვლილება არ მოეწონათ – ამის შესახებ La Repubblica წერს.

"კვარაცხელია გარსიამ მოედნიდან 68-ე წუთზე გაიყვანა და სალერნიტანას მცველებმა ამოისუნთქეს. კვარას გასვლის შემდეგ სალერნიტანას მწვრთნელს, ფილიპო ინძაგის, შესაძლოა, ეგონა, რომ მარცხენა ფლანგიდან ნაკლები საფრთხე ემუქრებოდა და მოედნიდან მცველი პასკუალე მაცოკიც გაიყვანა, რომელიც გაფრთხილებული იყო და წითელი ბარათის მიღების საფრთხე ემუქრებოდა. სწორედ აქ გაჩნდა ბზარი სალერნიტანას დაცვაში, ნაპოლის კი შეტევების გაძლიერებაში დაეხმარა და ამან ელმასს მეორე გოლის გატანის შესაძლებლობა მისცა." – წერს იტალიური გამოცემა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა სალერნიტანასთან საგოლე მოქმედება ვერ შეასრულა, მას საკმაოდ მაღალი შეფასებები დაუწერეს: Flashscore-მა – 7,7 ქულა, Whoscored-მა – 7,5 ქულა, ხოლო Sofascore-მა – 7,4.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.