"ეს კიდევ ერთი ლამაზი გამარჯვებაა" - ჯოკოვიჩი პარიზის მასტერსის გამარჯვებულია » სპორტის ხაზი

"ეს კიდევ ერთი ლამაზი გამარჯვებაა" - ჯოკოვიჩი პარიზის მასტერსის გამარჯვებულია

"ეს კიდევ ერთი ლამაზი გამარჯვებაა" - ჯოკოვიჩი პარიზის მასტერსის გამარჯვებულია
5-11-2023, 20:22
Aa Aa
გაზიარება:

აშშ-ს ღია პირველობის შემდეგ, ნოვაკ ჯოკოვიჩმა საფრანგეთის მასტერსზე ითამაშა და კარიერაში 97-ე ტიტულს დაეუფლა.

ფინალში სერბმა ჩოგბურთელმა დიმიტროვი 6-4, 6-3 დამაჯერებლად დაამარცხა - "ჯოკერმა" მე-40 მასტერსტი მოიგო.

ფინალის დასრულების შემდეგ, ნოლემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა:

"ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი იყო სამი ძალიან რთული მატჩი, მაგრამ მე ვიპოვე მუხტი. თავიდან ორივე დაღლილები ვიყავით. ბოლოს მას ენერგია ამოეწურა, მე კიდევ რაღაც ვიპოვე თამაშის მოსაგებად.

ეს კიდევ ერთი ლამაზი გამარჯვებაა, რომლითაც განსაკუთრებით ვამაყობ. იმედია დიმიტროვი ამ მაღალ დონეზე თამაშს გააგრძელებს, ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.
"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი