ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონია!
სერბმა ჩოგბურთელმა ფინალში დანილ მედვედევი სამ სეტში, 3:6, 6:7, 3:6 დაამარცხა და კარიერის 24-ე დიდი სლემი მოიგო.
5-წლიანი პაუზის შემდეგ მოგებული ამერიკის ღია პირველობა ჯოკოვიჩმა ლეგენდალურ კალათბურთელს, კობი ბრაიანტს მიუძღვნა, რადგან ნომერი 24 სწორედ მამბასთანაა დაკავშირებული.
ჯოკოვიჩმა წელს ჩატარებული 4 დიდი სლემიდან 3 მოიგო და მხოლოდ უიმბლდონი დათმო, სადაც კარლოს ალკარასს ვერ სძლია.