ლუკა მხეიძე ევროპის ჩემპიონია - ქართველის განვლილი გზა » სპორტის ხაზი

ლუკა მხეიძე ევროპის ჩემპიონია - ქართველის განვლილი გზა

ლუკა მხეიძე ევროპის ჩემპიონია - ქართველის განვლილი გზა
4-11-2023, 01:49
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი ძიუდოისტი ლუკა მხეიძე, რომელიც საფრანგეთის სახელით ასპარეზობს, 2023 წლის ევროპის ჩემპიონი გახდა.

27 წლის მხეიძემ 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში დიდებულად იასპარეზა და მონპელიეს შეკრებილი პუბლიკის წინაშე 4 გამარჯვება იზეიმა, რაც ოქროს მედლის მოსაპოვებლად სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.

ლუკამ საწყის რაუნდებში უკრაინელი და იტალიელი მეტოქეები, არტიომ ლესიუკი და ანდრეა კარლინო, იპონებით დაამარცხა, ნახევარფინალში ვაზარით რუს რამაზან აბდულაევთან იმარჯვა და ფინალშიც ვაზარით აჯობა დილშოტ ხალმატოვს (უკრაინა).

ცნობისთვის, აქამდე მხეიძეს ევროპირველობაზე ვერცხლის მედალი ჰქონდა მოპოვებული, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი ჯილდოებს ბრინჯაოც მიამატა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.