მბაპეს ნაცვლად კვარაცხელია? - რა სურთ "პსჟ-ში"? » სპორტის ხაზი

მბაპეს ნაცვლად კვარაცხელია? - რა სურთ "პსჟ-ში"?

მბაპეს ნაცვლად კვარაცხელია? - რა სურთ "პსჟ-ში"?
3-11-2023, 02:10
Aa Aa
გაზიარება:

მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "პსჟ-სთვის" მთავარი სამიზნე საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია იქნება.

ესპანური Fichajes-ისა და Defenda Central-ის ინფორმაციით, პარიზული გუნდიდან კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელები ფრანგის შემცვლელად, ქართველ ფეხბურთელს განიხილავს.

" პარიზელები ქართველ გარემარბზე აქტიურად ფიქრობენ. როგორც ჩანს, ქართველის მონაცემები "პსჟ-ს" შტაბისთვის მისაღებია და კილიან მბაპეს მიერ გუნდის დატოვების შემთხვევაში, ის ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცევა. თუმცა, "ნაპოლისთან" მოლაპარაკება მარტივი არ იქნება, რადგან ლუის კამპოსს უკვე აქვს მწარე გამოცდილება ვიქტორ ოსიმენის შემთხვევაში.
"ნაპოლი" კვარაცხელიას დაახლოებით 170 მილიონ ევროდ აფასებს, რაც საკმაოდ დიდი თანხაა. იმის მიუხედავად, რომ გასულ ზაფხულს პსჟ-მ 300 მილიონამდე ინვესტიცია განახორციელა, სავარაუდოდ, კატარელი ინვესტორებისთვის ამ საფასურის გადახდა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. მომავალ ზაფხულს, მბაპეს გაყიდვის შემთხვევაში კლუბი დამატებით ასეულ მილიონებს მიიღებს. ვნახოთ, რა მოხდება, გაგრძელება იქნება..."
- წერს ფრანგული მედია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი