"კარი ღია დატოვა" - იტალიური მედია კონტესა და "ნაპოლის" თემაზე წერს » სპორტის ხაზი

"კარი ღია დატოვა" - იტალიური მედია კონტესა და "ნაპოლის" თემაზე წერს

"კარი ღია დატოვა" - იტალიური მედია კონტესა და "ნაპოლის" თემაზე წერს
2-11-2023, 19:20
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტეს კანდიდატურას 1 თვის წინ აქტიურად განიხილავდნენ, თუმცა დე ლაურენტისმა მასთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

იტალიური Repubblica წერს, რომ კონტემ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდისთვის "კარი ღია დატოვა".

გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კონტეს შუა სეზონში გუნდის ჩაბარების სურვილი არ აქვს, თუმცა, თუ "პარტენოპეის" საქმე ცუდად წავა და ვითარება გაუარესდება, გარსიას თანამდებობას დატოვებს. იტალიელების ცნობით, ანტონიო კონტესთან მოლაპარაკებები სწორედ ამ შემთხვევაში განახლდება.

ჯერჯერობით, რუდი გარსია პოსტზე რჩება და მიუხედავად იმისა, რომ სეზონში ვერცერთი რთული მატჩის მოგება ვერ მოახერხა, დე ლაურენტისი ვითარებას საგანგაშოს არ უწოდებს, თუმცა ფრანგი სპეციალისტი კვლავ დაკვირვების ქვეშ რჩება და ყოველი ვერმოგებული მატჩი, მის ნეაპოლურ კარიერას დასასრულთან უფრო მეტად აახლოვებს.

ნეაპოლელები მომდევნო სამ მატჩში ჯერ სერია A-ს ბოლოადგილოსან "სალერნიტანას", შემდეგ ბერლინის "უნიონს" საჩემპიონთალიგო დაპირისპირებაში და ბოლოს "ემპოლის" დაუპირისპირდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი