პრემიერ ლიგის 5 გრანდი ფლორიან ვირტცისთვის იბრძვიან » სპორტის ხაზი

პრემიერ ლიგის 5 გრანდი ფლორიან ვირტცისთვის იბრძვიან

პრემიერ ლიგის 5 გრანდი ფლორიან ვირტცისთვის იბრძვიან
2-11-2023, 12:01
Aa Aa
გაზიარება:

"ლევერკუზენის" ახალგაზრდა ფეხბურთელის ფლორიან ვირტცის გადაბირება რამდენიმე ინგლისურ გრანდს სურს.

20 წლის გერმანელი "ლევერკუზენის" ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და ევროპული გრანდების ყურადღებაც მიიპყრო. როგორც ირკვევა, ვირტცის გადაბირება "სიტის", "ჩელსის" და კიდვ რამდენიმე ბრიტანულ გუნდს სურთ.

TeamTalk იტყობინება, რომ მისი ტრანსფერის ფავორიტები ეტიჰადელები და არისტოკრატები არიან. პეპ გვარდიოლა მას კევინ დე ბრუინის შემცვლელად მოიაზრებს და გერმანელით მოხიბლულია. არაა გამორიცხული, "სიტი" ფლორიანის ტრანსფერზე ზამთარშივე ამუშავდეს.

რაც შეეხება "ჩელსის", ირკვევა, რომ 20 წლის ფეხბურთელს "არისტოკრატებში" ტრანსფერის მიმართ ინტერესი აქვს - შესაძლოა, ის თავისი თანამემამულის, კაი ჰავერცის გზასაც დაადგეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი